2011-11-28
ბრძანება №:208/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტიპოგრაფიის/სტამბის ლიკვიდაციის პროცედურების დამთავრების შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტიპოგრაფიის/სტამბის ლიკვიდაციის პროცედურების დამთავრების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე  მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 24-ე მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2005 წლის 03 ოქტომბრის №479 ბრძანების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტიპოგრაფიის/სტამბის ლიკვიდაციის პროცედურების დამთავრების მიზნით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

1.1. რომან ხარბედია – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონსულტანტი, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი;
1.2. ირაკლი საღარეიშვილი _ საფინანსო დეპარტამენტის უფროსი;
1.3. მურმან ცარციძე _ საფინანსო დეპარტამენტისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი;
1.4. ლიანა ღვალაძე _ საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსი, მთავარი ბუღალტერი;
1.5. რუსუდან ნასარიძე _ საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსის მოადგილე;
1.6. არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;

2  სამუშაო ჯგუფს დაევალოს:
2.1. ტიპოგრაფიის/სტამბის დასაწყობებული ქონების უნივერსიტეტის ბალანსზე აყვანის საკითხის გადაწყვეტა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, მისი გამოყენების ან შემდგომი განკარგვის მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
2.2. მოთხოვნებისა და ვალდებულებების სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა;
2.3. სრულ ლიკვიდაციასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების შესრულება;

3. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების შესასრულებლად გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის;
4. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს წინამდებარე ბრძანების სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება;
6. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.







ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:                                  დ. ჩომახიძე
« უკან დაბრუნება