2014-02-20
ბრძანება №:22/01-01

2014-2015 სასწავლო წლიდან თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის „მათემატიკის“ და „ფიზიკის“ საბაკალავრო პროგრამების სტუდენტთა დუბლინის ტრინიტი კოლეჯში (დუბლინის უნივერსიტეტი, ირლანდია) ტრანსფერისათვის შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომოსიის დამტკიცების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წერილის (4800/02; 17.02.2014) საფუძველზე

ვბრძანებ

1. ჩატარდეს კონკურსი 2014-2015 სასწავლო წლიდან თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის „მათემატიკის“ და „ფიზიკის“ საბაკალავრო პროგრამების სტუდენტთა დუბლინის ტრინიტი კოლეჯში (დუბლინის უნივერსიტეტი, ირლანდია) ტრანსფერისათვის მოდერაციულ პროგრამებზე: „მათემატიკა“,   „თეორიული ფიზიკა“, „ფიზიკა“, „ფიზიკა და ასტროფიზიკა“ დუბლინის ტრინიტი კოლეჯის მიერ გამოყოფილ ადგილებზე შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2014 წლის 21 თებერვალს 16:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსი¬ტეტის მეორე კორპუსში, ოთახი №204 (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №3). 
3. დამტკიცდეს კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი 
შემადგენლობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე ნანა შათაშვილი (თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ფიზიკის დეპარტამენტი); 
ბ) კომისიის წევრი მერაბ ელიაშვილი (თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო        
მეცნიერებათა ფაკულტეტი, ფიზიკის დეპარტამენტი);  
გ) კომისიის წევრი რამაზ ხომერიკი (თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო 
მეცნიერებათა ფაკულტეტი, ფიზიკის დეპარტამენტი);  
დ) კომისიის წევრი გრიგორ გიორგაძე (თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო 
მეცნიერებათა ფაკულტეტი, მათემატიკის დეპარტამენტი);  
ე) კომისიის წევრი მალხაზ ბაკურაძე (თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო   
მეცნიერებათა ფაკულტეტი, მათემატიკის დეპარტამენტი).  


4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კო-ორ¬დი¬ნატორი - ლელა კაცაძე.
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინ¬-ფორ¬მაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურ¬-ცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცე¬ლა¬რიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.



რექტორი, აკადემიკოსი                                   ვლადიმერ პაპავა
                
« უკან დაბრუნება