2013-03-01
ბრძანება №:380/01-04

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობით სტუდენტების გადაყვანის თაობაზე

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობით სტუდენტების გადაყვანის თაობაზე

    „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ს” და ,,ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილებით დამტკიცებული სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-7 მუხლის მე-11 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის" მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და ფაკულტეტებიდან მოწოდებული წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. გადაყვანილ იქნენ 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში  საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლის მსურველი შემდეგი სტუდენტები  ფაკულტეტების შესაბამისად:
    ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);

    ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);

    გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3);

    დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 4);

    ე) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 5);

    ვ) ტურიზმის საერთაშორისო სკოლა (დანართი 6);


  2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
  3. შეტანილ იქნეს ცვლილება 1 (ერთი) დღის ვადაში საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.
  4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
  5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორი                                           ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება