2013-10-10
ბრძანება №:1859/01-04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე

    „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №187 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანების მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და სწავლის საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის  №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტისა და გიორგი ანდღულაძის 2013 წლის 10 სექტემბრის №26392/02 განცხადების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ სტუდენტებს:

1.1.    ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
1.2.    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);
1.3.    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3);
1.4.    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 4);
1.5.    იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 5).

2.    შეტანილ იქნეს ცვლილება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში   (1 დღის ვადაში).
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
4.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5.    ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.




რექტორი, აკადემიკოსი                             ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება