2010-11-08
ბრძანება №:103/01-01

კადისის უნივერსიტეტსა (ესპანეთი) და სსიპ-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისათვის გამოყოფილი სტიპენდიის მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

კადისის უნივერსიტეტსა (ესპანეთი) და სსიპ-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისათვის გამოყოფილი სტიპენდიის  მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის 2010 წლის 3 ნოემბრის  №27556/02 წარდგინებისა და 2010 წლის 4 ნოემბრის  №27606/02 განცხადების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ


1.    ჩატარდეს სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, კადისის უნივერსიტეტში (ესპანეთი) 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის სასწავლებლად გამოყოფილი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტიპენდიის მოსაპოვებლად.
2.    კონკურსი ჩატარდეს 2010 წლის 8 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობის დეპარტსამენტში 11 საათზე (მისამართი: თსუ-ს მეორე კორპუსი, ოთახი №237).
3.    დამტკიცდეს კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
•    მარინე კობეშავიძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორი – კომისიის თავმჯდომარე;
•    ლია წულაძე – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის       ასოცირებული პროფესორი;
•    თამარ ორკოდაშვილი – ჰუმანიტარულ მევნიერებათა ფაკულტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელი;
•    ანი ჭელიშვილი – საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის სპეციალისტი, კომისიის მდივანი;
4.  დამტკიცდეს კონკურსის ჩატარების წესი (იხილეთ დანართი 1).
5.    ბრძანება განთავსდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ–გვერდზე.

6.    დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი                       ა. კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება