2016-06-07
ბრძანება №:552/02-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2016 წლის პირველი მარტიდან – 2016 წლის 31 ივლისის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში  (2016 წლის პირველი მარტიდან – 2016 წლის 31 ივლისის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’,,ო’’და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 29 დეკემბრის №213/02-01 ბრძანების,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 აპრილის #327 და სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის    დ. თვალთვაძის 2016 წლის 13 მაისის №77/01-01 ბრძანებების, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თ. გაგოშიძის 2016 წლის 25 მაისის №18108/02 წერილის და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის დ. კანდელაკის 2016 წლის 31 მაისის №18493/02 დასკვნის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაენიშნოთ სტიპენდია, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში  (2016 წლის პირველი მარტიდან – 2016 წლის  31 ივლისის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში  თითოეულს თვეში 150 ლარი დანართი №1 – ის მიხედვით.   
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, გასცეს თვეში 5400 ლარი, უნივერსიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით, ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში, სხვა ხარჯების მუხლში გათვალისწინებული სახაზინო თანხებიდან;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი,
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე                      ე. ქემოკლიძე             
« უკან დაბრუნება