2020-03-18
ბრძანება №:65/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019- 2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2019 წლის 5 ივლისის N168/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019- 2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2019
წლის 5 ივლისის N168/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ემუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ემუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების,
57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე, 

ვბრძანებ:

1.  შევიდეს ცვლილებები „სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2019 წლის 5 ივლისის N168/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ და „ვ“ქვეპუნქტებში:

ა) ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გაზაფხულის სემესტრი:

გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 3 თებერვალი - 1 მარტი; გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 24 თებერვალი –  2 მარტი;
გ.გ)   ელექტრონული  სწავლების  კომპონენტის  გამოყენება  (თსუ  ფაკულტეტები)-23 მარტიდან;
გ.დ) ელექტრონული სწავლების კომპონენტის გამოყენება - (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET)) - 16 მარტიდან;
გ.ე) სააუდიტორიო მეცადინეობები - 1აპრილი-27 ივნისი;
გ.ვ) საგამოცდო პერიოდი - 29 ივნისი-23 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 29 ივლისი- 5 აგვისტო (დამატებითი გამოცდები);
გ.ზ) არდადეგები - 6 აგვისტო - 13 სექტემბერი. “


ბ) ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) გაზაფხულის სემესტრი:

ვ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 3 თებერვალი - 1მარტი; ვ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 24თებერვალი –  2 მარტი;
ვ.გ) ელექტრონული სწავლების კომპონენტის გამოყენება (თსუ ფაკულტეტები)-23 მარტიდან;
ვ.დ) ელექტრონული სწავლების კომპონენტის გამოყენება - (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET)) - 16 მარტიდან;
ვ.ე) სააუდიტორიო მეცადინეობები - 1აპრილი-27 ივნისი;
ვ.ვ) საგამოცდო პერიოდი - 29 ივნისი-23 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 29 ივლისი- 5 აგვისტო (დამატებითი გამოცდები);
ვ. ზ) არდადეგები - 6 აგვისტო - 13 სექტემბერი. “

2.  ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




 რექტორი         გიორგი შარვაშიძე
« უკან დაბრუნება