2012-11-27
ბრძანება №:160/01-01

ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2012/2013 სასწავლო წლის გერმანულენოვანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2012/2013 სასწავლო წლის გერმანულენოვანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების  მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის  28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 15-ე მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ და ,,ს’’ ქვეპუნქტების, მე-4 პუნქტისა და რექტორის ბრძანება #151/01-01, 15.11.12 და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წერილის (30241; 21.11.2012) საფუძველზე
 
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1.    ჩატარდეს შესარჩევი კონკურსი ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანულენოვანი გაცვლითი  პროგრამის ფარგლებში, 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის გამოყოფილი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიების მოსაპოვებლად.
2.    კონკურსი ჩატარდეს 2012 წლის 6 და 7 დეკემბერს თსუ მეორე კორპუსში, ოთახი 203 (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #3, თსუ-ს მეორე კორპუსი, მეორე სართული).
3.    დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)    კომისიის თავმჯდომარე ული კაცმაიერი (ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტის წარმომადგენელი)
ბ)    კომისიის წევრი ელიზაბეტ ფენორი (DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრის  ხელმძღვანელი)
გ)    კომისიის წევრი კრისტიან ქუინი (ბოშის ფონდის ლექტორი)
4.    დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის გერმანულენოვანი პროგრამების კოორდინატორი – ირინა გამყრელიძე.
5.    დამტკიცდეს კონკურსის ჩატარების წესი და კანდიდატთა შესარჩევი შეფასების კრიტერიუმები (დანართი 1).
6.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს
ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
7.    ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის
ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.




რექტორის მოვალეობის შემსრულებელი                  ლევან ალექსიძე
« უკან დაბრუნება