2007-06-15
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გულნაზი გალდავას ბრძანება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტისა და კონკურსით გამოცხადებულ თანამდებობებზე პერსონალის დანიშვნის შესახებ (ბრძანება N175/02–03)

ბრძანება N175/02–03
15.06.07.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტისა და კონკურსით გამოცხადებულ თანამდებობებზე პერსონალის დანიშვნის შესახებ

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "დ" ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის, მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის, 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და სხვა დამხმარე პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2007 წლის 28 თებერვლის # 08/02_01 და "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და სხვა სტრუქტურული ერთეულების თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2007 წლის 14 მარტის # 10/02-01 ბრძანებების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ახალი სტრუქტურის ფორმირებასთან დაკავშირებით შეუწყდეთ შრომითი ურთიერთობა დანართი #1-ით განსაზღვრულ პირებს 2007 წლის 15 ივნისიდან;
2. კონკურსის შედეგების გათვალისწინებით დაინიშნონ საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დანართი #2-ით განსაზღვრული პირები 2007 წლის 15 ივნისიდან;
3. დაევალოთ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს ბრძანების ოფიციალური წესით გაცნობიდან ორი კვირის ვადაში უზრუნველყონ მათ პასუხისმგებლობის ქვეშ რიცხული ქონების გადაბარება კანონით დადგენილი წესით;
4. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ერთი თვის შრომის ანაზღაურების გაცემა;
5. მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე ერთი თვის შრომის ანაზღაურება გაიცეს ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემთხვევაში;
6. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს (ნ. ლაცაბიძე), ბრძანების გამოცემის თარიღით შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება დანართი #2-ით განსაზღვრულ პირებთან;
7. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს უზრუნველყონ ბრძანების ოფიციალური წესით გაცნობა დანართი #1-ით განსაზღვრული პირებისათვის;
8. ბრძანება გაცნობისათვის განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე;
9. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
11. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. სარაჯიშვილის გამზირი # 1ა)

საფუძველი: საკონკურსო კომისიის წარდგინება # 7236, 06.06.2007 წ.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გულნაზი გალდავა

« უკან დაბრუნება