2019-05-22
ბრძანება №:120/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე–20 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55–ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-5 და მე-8 პუნქტების, მე–14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
აკადემიური საბჭოს 2014 წლის 30 სექტემბრის №96 დადგენილებისა
და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 13 მაისის №8 სხდომის ოქმის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში ფაკულტეტისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენელთა ვაკანსიების შევსების მიზნით, დაინიშნოს აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები 2019 წლის 12 ივნისს: ა) მედიცინის ფაკულტეტი – 1 წევრი (2022 წლის 24 ოქტომბრამდე); ბ) თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი – 1 წევრი (2020 წლის 8 ივლისამდე).
2. აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) თამარ ტატანაშვილი - თსუ-ს მოწვეული პედაგოგი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“.
ბ) ნინო ქაშაკაშვილი - (EMC) იურისტი/მკვლევარი, თსუ-ს მოწვეული პედაგოგი;
გ) ზვიად მურადაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
დ) თეონა გოგნაძე - იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის ჯგუფის უფროსი სპეციალისტი;
ე) გიორგი გრიგოლაშვილი - აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილების უფროსი;
ვ) ცისანა გავაშელი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი;
ზ) გვანცა მაღრაძე - იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი; თ) ანა თოხაძე - იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი.
3. დაევალოს საარჩევნო კომისიას სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 12 ივნისის არჩევნების დადგენილ ვადებში, მოქმედ კანონმდებლობასა და უნივერსიტეტის სათანადო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში ჩატარება.
4. აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს 2019 წლის 23 მაისს 10:00 საათზე და დასრულდეს 2019 წლის 29 მაისს 18:00 საათზე (5 სამუშაო დღე).
5. დაევალოთ აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებს სარეგისტრაციო განცხადებაში დაადასტურონ, რომ სხვა სამეცნიერო ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ უკავიათ აკადემიური, ადმინისტრაციული ან სამეცნიერო თანამდებობა.
6. კანდიდატთა რეგისტრაციის მიზნით, განაცხადები წარმოდგენილი უნდა იქნას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ოთახი N114.
7. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
9. ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
10. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
11. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნუნუ ოვსიანიკოვას.
12. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში
(მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
რექტორი გიორგი შარვაშიძე
« უკან დაბრუნება