2018-10-30
ბრძანება №:288/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანებაში  ცვლილებების შეტანის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის გიორგი ტალახაძის 2018 წლის 24 ოქტომბრის N22248/10 კორესპონდენციის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანწესის დამტკიცების თაობაზე“    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესში“:

ა) შინაგანაწესის  მე-9  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 9. ლისის საერთო საცხოვრებელში უნივერსიტეტის სტუმრის განთავსების წესები
1. სტუმართა ლისის საერთო საცხოვრებელში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს უნივერსიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის კორესპონდენცია, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანხმობით. ხსენებული კორესპონდენციის წარდგენამდე  შესაბამისი  სტრუქტურული   ერთეული ვალდებულია სტუმრების ვიზიტის დაგეგმვის ეტაპზე (ვიზიტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს ვიზიტამდე 15 სამუშაო დღით ადრე) დაადგინოს ლისის საერთო საცხოვრებლის მზაობა შესაბამისი ვიზიტის უზრუნველსაყოფად. 
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საერთო საცხოვრებელში განთავსებული სტუმრის მიერ ფართით სარგებლობის, ან მომსახურებისათვის გადასახადის გადახდის მიზნით, გამოიყენება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფების განსაზღვრის თაობაზე“ ბრძანებით განსაზღვრული სარგებლობის ტარიფები.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ სტუმრის სტატუსით მოსარგებლე პირი არის უნივერსიტეტში მობილობის, ან გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მყოფი სტუდენტი, უნივერსიტეტის მიერ გაფორმებული შესაბამისი მემორანდუმის, ხელშეკრულებისა თუ სხვა სამართლებრივი აქტის ფარგლებში უნივერსიტეტში დროებით სტუმრად მყოფი პირი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ან საზღვარგარეთის ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, ან პერსონალს, ასევე უნივერსიტეტის სახელით გასამართ ღონისძიებაზე (რომლის ორგანიზატორი ან თანაორგანიზატორია უნივერსიტეტი) მოწვეული, ან ამ ღონისძიებაში მონაწილე პირი და ზემოხსენებული მემორანდუმი, ხელშეკრულება თუ სხვა სამართლებრივი აქტი ითვალისწინებს უნივერსიტეტის მხრიდან აღნიშნულ სტუმართა ცხოვრების ხარჯების დაფარვას, უნივერსიტეტის სტუმრები განთავსდებიან ფართით სარგებლობის (მომსახურებისთვის) გადასახადის გადახდის გარეშე. ლისის საერთო საცხოვრებელში, აგრეთვე, შესაძლებელია განთავსდნენ უნივერსიტეტის ის სტუდენტები, რომლებიც წარმოადგენენ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო, სამეცნიერო ან სხვა მიზნობრივი პროფილის პროექტის ან ღონისძიების მონაწილეებს (მათ შორის ერთობლივი პროექტის, ღონისძიების, რომლის ორგანიზატორი ან თანაორგანიზატორია უნივერსიტეტი), შესაბამისი პროექტისა თუ ღონისძიების პირობების გათვალისწინებით (კერძოდ, ხსენებული პირობები  შეიძლება  ეხებოდეს ფართით სარგებლობას (მომსახურებას) გადასახადის გადახდის  გარეშე, ფართით სარგებლობას (მომსახურებას) გადასახადის გადახდით შესაბამისი პროექტის ან ღონისძიების ბიუჯეტით გათვალისწინებული ოდენობით, მაგრამ არანაკლებ უნივერსიტეტის მიერ დადგენილი ოდენობებისა, პროექტით ან ღონისძიებით გათვალისწინებულ ვადებს და სხვ.)“;

ბ) შინაგანაწესის  მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) უნივერსიტეტი უფლებამოსილია ბაგების საერთო საცხოვრებლით ამჟამად მოსარგებლე უნივერსიტეტის პერსონალთან: 

ა.ა) წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამქირავებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე გააფორმოს (დადოს) სტუდქალაქით სარგებლობის   ხელშეკრულება, არაუმეტეს 1 (ერთი) კალენდარული წლის ვადით;

ა.ბ) ყოველი მომდევნო ერთწლიანი ხელშეკრულების გაფორმების (დადების) უფლებამოსილების გამოყენებისას, შესთავაზოს წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დამქირავებელს ცვლილებები სახელშეკრულებო პირობებში სტუდქალაქის შინაგანაწესის შესაბამისად.“.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.




ადმინისტრაციის  ხელმძღვანელი                                                        ნუნუ ოვსიანიკოვა


« უკან დაბრუნება