2015-12-08
ბრძანება №:198/02-01

სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვების ობიექტების გამართულად ფუნქციონირების მიზნით საკვებად უვარგისი პროდუქტების ჩამოწერის აქტისა და შესაბამისი ცხრილების ფორმების დამტკიცების შესახებ

სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვების ობიექტების გამართულად ფუნქციონირების მიზნით საკვებად უვარგისი პროდუქტების ჩამოწერის აქტისა და შესაბამისი ცხრილების ფორმების დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის გ. ტალახაძის 2015 წლის 01 დეკემბრის N44583/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვების ობიექტების გამართულად ფუნქციონირების მიზნით  საკვებად უვარგისი პროდუქტების ჩამოწერის აქტი და ცხრილების ფორმები:

ა) საკვებად უვარგისი პროდუქტების ჩამოწერის აქტი (დანართი  N1);

ბ) კვების ობიექტების ტერიტორიის დასუფთავებისა და დალაგების  ცხრილი (დანართი  N2);

გ) კვების ობიექტების პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლის ცხრილი (დანართი  N3);

დ) კვების ობიექტებზე სადეზინსექციო სამუშაოს ჩატარების ცხრილი (დანართი  N4)

ე) კვების ობიექტებზე სადერატიზაციო სამუშაოს ჩატარების ცხრილი (დანართი  N5).

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება   დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.   ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                            დავით ჩომახიძე



« უკან დაბრუნება