2019-02-19
ბრძანება №:47/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომელი - შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომელი - შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ sაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის
დებულების მე-10 მუხლის და თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორის ლაშა ბრეგვაძის 2019 წლის 13 თებერვლის N2335/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომის ოქმი N2, 12-02-2019წ.) საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ირაკლი ბურდული - საკონკურსი კომისიის თავჯდომარე - იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი;
ბ) გიორგი მახარობლიშვილი - საკონკურსო კომისიის თავჯდომარის მოადგილე - იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
გ) ლელა ჯანაშვილი - - საკონკურსო კომისიის მდივანი - იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
2. დაევალოს კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N 63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში;
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2019 წლის 20 მარტისა.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, თსუ თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი).
6. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე