2015-02-20
ბრძანება №:208/02-04

"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2014 წლის პირველი ოქტომბრიდან - 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 24 დეკემბრის #1000/02-04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2014 წლის პირველი ოქტომბრიდან - 2014 წლის  31 დეკემბრის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 24 დეკემბრის #1000/02-04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და  მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’,,ო’’და ,,პ’’ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის პირველი დეკემბრის №1335 და 2015 წლის 09 თებერვლის №82 ბრძანებების, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 08 დეკემბრის №216/01-01 ბრძანების, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მ.შ. 17.12.2014 წლის №43420/02 წერილის და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის რ. სანადირაძის 2014 წლის 19 დეკემბრის №43804/02 დასკვნის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2014 წლის პირველი ოქტომბრიდან - 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 24 დეკემბრის #1000/02-04 ბრძანებაში:
    ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
    "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2014 წლის პირველი ოქტომბრიდან - 2015 წლის  28 თებერვლის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ”.
    ბ) ბრძანების პირველი პუნქტი და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
    ბ.ა) "1. დაენიშნოთ სტიპენდია, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს   2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2014 წლის პირველი ოქტომბრიდან - 2015 წლის 28 თებერვლის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”  პროგრამის ფარგლებში  თითოეულს თვეში  150 ლარი დანართი №1 – ის მიხედვით;”  
    ბ.ბ) "2.დაევალოს  საფინანსო  დეპარტამენტს, გასცეს თვეში 14400 ლარი, უნივერსიტეტის 2014 წლის ბიუჯეტით, ,,სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში, სხვა ხარჯების მუხლში გათვალისწინებული სახაზინო თანხებიდან.”
  2. ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
  3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის
  4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის  ხელმძღვანელი                              დ. ჩომახიძე
« უკან დაბრუნება