2013-11-11
ბრძანება №:138/02-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის თანაშემწის თანამდებობაზე შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-16-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის თანაშემწის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის 29 ოქტომბრის №131/02-01 ბრძანების მე-7 პუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის თანაშემწის შესარჩევად კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)
მარინე ჩიტაშვილი - სოციალურ და პოლტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი, თსუ რექტორის მოადგილე - კომისიის თავმჯდომარე;
ბ)
ნათელა ლაცაბიძე –პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი;
გ) თეა გერგედავა – საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი;
დ) ვასილ ბარამიძე – იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
2.
დამტკიცდეს უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის თანაშემწის თანამდებობაზე შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი (დანართი №1);
3.
ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
4.
დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
5.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელძღვანელი დ. ჩომახიძე