2020-09-09
ბრძანება №:173/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე - „ევროპისმცოდნეობა” 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის მიღების გამოცხადების, სპეციალობის მისაღები საგამოცდო კომისიისა და საპრეტენზიო საბჭოს დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე - „ევროპისმცოდნეობა” 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის მიღების გამოცხადების, სპეციალობის მისაღები საგამოცდო კომისიისა და საპრეტენზიო საბჭოს დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა”, „ბ”, „ო” და „პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის 2020 წლის 07 სექტემბრის N13728/10 წარდგინების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. განისაზღვროს 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო
პროგრამაზე - „ევროპისმცოდნეობა” საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის - 10 ვაკანტური ადგილით.
2. განისაზღვროს 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე - „ევროპისმცოდნეობა” მიღების ვადები:
ა) საბუთების მიღება - 09-11 სექტემბერი;
ბ) გამოცდა ინგლისურ ენაში (B2 დონე) – 14 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 15 სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 16 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 17 სექტემბერი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) და გასაუბრება - 17 სექტემბერი;
ზ) საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატების ინგლისური ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრება - 18 სექტემბერი;
თ) საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 21 სექტემბერი;
3. განისაზღვროს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) განცხადება თსუ-ის რექტორის სახელზე;
ბ) ფოტოსურათი (3x4) - ბეჭდური 2 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
გ) პასპორტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;
დ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და თარგმანი ქართულ ენაზე;
ე) ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე - „ევროპისმცოდნეობა” მისაღებ კონკურსანტებთან სპეციალობის მისაღები გამოცდისა და საპრეტენზიო საბჭოს შემადგენლობა:
საგამოცდო კომისია:
1. მერაბ აბდალაძე - თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი;
2. ვასილ კაჭარავა - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
3. ნინო ლაპიაშვილი - თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი; საპრეტენზიო საბჭო:
1. ნათია ლაპიაშვილი - თსუ იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი;
2. კონსტანტინე კორკელია - თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი;
3. თამაზ ზუბიაშვილი - თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე