2019-09-09
ბრძანება №:18/01-03

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ომბუდსმენის პოზიციიდან მარიო შიუტცეს გათავისუფლების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ომბუდსმენის პოზიციიდან მარიო შიუტცეს გათავისუფლების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტისა და მ. შიუტცეს 2019 წლის 6 სექტემბრის N17533/10-02 განცხადების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გათავისუფლდეს 2019 წლის 6 სექტემბრიდან მარიო შიუტცე  სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   სტუდენტური   ომბუდსმენის პოზიციიდან.
2. წინამდებარე      ბრძანება      კანონმდებლობით      დადგენილი      წესით      გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, იურიდიული დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




რექტორი     გიორგი შარვაშიძე                   

« უკან დაბრუნება