2017-06-14
ბრძანება №:142/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ”ბ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ”ბ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და თსუ კვების ობიექტის მენეჯერის    ვალერი არღუთაშვილის 2017 წლის 14 ივნისის №9211/29 კორესპონდენციების  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში და ბრძანების დანართი N#1 –ის 30-ე მუხლის 27 –ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,27. ვალერი არღუთაშვილი – ასისტენტ-პროფესორი, მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის მენეჯერი _ თსუ პირველი სასწავლო და მე-10 (მაღლივი) სასწავლო კორპუსების კვების ობიექტებზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი, ხოლო მისი არ ყოფნის განმავლობაში ხსენებულ ობიექტებზე მატერიალურად პასუხისმგებლობა დაეკისროს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის  პირველი კორპუსის კვების ობიექტის ადმინისტრატორს თენგიზ გოგოლაძეს. 
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე და მოქმედებს 2017 წლის 19 ივნისამდე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                              ნუნუ ოვსიანიკოვა



« უკან დაბრუნება