2012-01-30
ბრძანება №:08/01-01
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ს“ „ტ“ ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ" №10/ნ ბრძანების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებისა და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2012 წლის 24 იანვრის № 84 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:
1. განისაზღვროს 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები:
ა) პროცედურული ვადები:
ა.ა) დოკუმენტაციის მიღება - 16 - 17 თებერვალი;
ა.ბ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება - 18 - 20 თებერვალი;
ა.გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება - 21 თებერვალი;
ა.დ) ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში - 22 თებერვალი.
ბ) საგამოცდო ვადები:
ბ.ა) ბაკალავრიატში (იურიდიული ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამა – „საერთაშორისო სამართალი") /დოქტორანტურაში უცხო ენის გამოცდა – 18 თებერვალი 9 საათი; შედეგების გამოცხადება –18 საათი;
ბ.ბ) აპელაციაზე განცხადების მიღება - 20 თებერვალი;
ბ.გ) აპელაციის განცხადებების განხილვა და შედეგების გამოცხადება - 21 თებერვალი (10 საათი);
ბ.დ) დოქტორანტურაში გასაუბრება სპეციალობაში - 21 თებერვალი (15 საათი);
2. განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):
ა) სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერთიფიკატის ასლი;
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
პროფესორი ლევან ალექსიძე
« უკან დაბრუნება