2015-06-26
ბრძანება №:95/01-01
სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ – თანამშრომლის ნინო ჯორბენაძისათვის და უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ეკატერინე კობახიძისათვის უნივერსიტეტის მიერ გასაცემ სერთიფიკატებზე უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ – თანამშრომლის ნინო ჯორბენაძისათვის და უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ეკატერინე კობახიძისათვის უნივერსიტეტის მიერ გასაცემ სერთიფიკატებზე უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი და მე-9 პუნქტების და უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ - თანამშრომლის ნ. ჯორბენაძის 2015 წლის 16 ივნისის №19482/02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროს მეცნიერ – თანამშრომელს ნინო ჯორბენაძეს და უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს ეკატერინე კობახიძეს მიენიჭოთ ხელმოწერის უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებული და უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ პროექტში - საქართველოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის დაჩქარებული მეთოდით სწავლების საპილოტე პროგრამა - ,,ვისწავლოთ ქართული” ტესტირების საფუძველზე გამოვლენილი წარმატებული მსმენელებისათვის გადასაცემ შესაბამის სერთიფიკატებზე.
2.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
3.
დაევალოს კანცელარიას, წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.
ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა