სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, " სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2013 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ ნ ბრძანებით დამტკიცებული " საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის " მე -6 მუხლის პირველი და მე -3 პუნქტებისა და სტუდენტთა განცხადებების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 201 3 -201 4 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ სტუდენტებს, საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1) ;
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2 ) ;
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3);
დ) ეკონომიკის ა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 4 ) ;
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 5 ) ;
2. შეტანილ იქნეს ინფორმაცია 1 (ერთი) დღის ვადაში საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს .
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს .
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6)
რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
« უკან დაბრუნება