ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას ბრძანება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოთის, ოზურგეთისა და ქვემო ქართლის ფილიალების ლიკვიდაციის შესახებ (ბრძანება N65/01–01)
ბრძანება N 65/01-01
20.07.07
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოთის, ოზურგეთისა და ქვემო ქართლის ფილიალების ლიკვიდაციის შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 88-ე მუხლის მე-12 პუნქტის, ამავე კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე, აკადემიური საბჭოს 2007 წლის 26 ივნისის #4 წინადადებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2007 წლის 26 ივნისის #9 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. 2007 წლის 23 ივლისიდან დაიწყოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოთის, ოზურგეთისა და ქვემო ქართლის ფილიალების ლიკვიდაციის პროცესი;
2. შეიქმნას სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) გალდავა გულნაზი - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მინდელი შოთა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) დარჩია ირინა - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
დ) სვანაძე მერაბი - სასწავლო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
ე) ტურავა პაატა - სასწავლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი;
ვ) ბენიძე ლელა – იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
ზ) ლაცაბიძე ნათელა - პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
თ) ოვსიანიკოვა ნუნუ - კანცელარიის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
ი) ხარბედია რომანი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
კ) კრავეიშვილი თამაზი - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
ლ) კერესელიძე დავითი - იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;
მ) ჯანჯღავა ჯამლეტი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;
ნ)ცისკარიძე ალექსანდრე- მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;
ო) სალუქვაძე იოსები-სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;
პ) ბოჭორიშვილი რამაზი-ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;
ჟ) თვალთვაძე დარეჯანი- ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;
რ) ფაჩულია თეიმურაზი- ფოთის ფილიალის დირექტორი;
ს) ტაბუცაძე ომარი- ქვემო ქართლის ფილიალის დირექტორი;
ტ) შარაძე ზურაბი- ოზურგეთის ფილიალის დირექტორი;
3. დაევალოს სალიკვიდაციო კომისიას:
ა) ფილიალების ბალანსზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონებისა და დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა;
ბ) ფილიალებში არსებული დოკუმენტაციის სათანადო წესით დაარქივება_სისტემატიზაცია;
გ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალების სტუდენტთა კონტიგენტის, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის შესახებ სრული მონაცემების დამუშავება;
დ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალების ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებაზე შუამდგომლობის აღძვრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წინაშე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის მათი გადმოცემის ან სახელმწიფოსათვის დაბრუნების თაობაზე;
4. დაევალოს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, (ი. დარჩია) სასწავლო დეპარტამენტსა (მ. სვანაძე) და ფაკულტეტების დეკანის მოვალეობის შემრულებელებს (დ. თვალთვაძე; ჯ. ჯანჯღავა; ა. ცისკარიძე; ი. სალუქვაძე; დ. კერესელიძე; რ. ბოჭორიშვილი):
ა) სალიკვიდაციო პერიოდში ფილიალების სტუდენტთა მობილობისა და პროგრამული შესაბამისობის საკითხებზე შესაბამისი წინადადებებისა და დასკვნების წარმოდგენა;
ბ) 2007 წლის 10 აგვისტომდე უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების მსურველთა სპეციალობის შესაბამისობის დადგენა ფაკულტეტზე არსებულთან, ასევე ფილიალების სტუდენტების მიერ დაგროვილი კრედიტების შესაბამისობის დადგენა და აღიარება, თითოეული სტუდენტის გადმოყვანაზე შესაბამისი ბრძანების პროექტის მომზადებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრში წარდგენის უზრუნველსაყოფად;
5. დაევალოთ ფილიალის დირექტორებს:
ა) ფილიალების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით აკადემიურ, ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა და კანონით დადგენილი წესით საბოლოო ანგარიშსწორება;
ბ) 2007 წლის 30 აგვისტომდე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისისი სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტთა პირადი საქმეების (განცხადებები, პირადობის მოწმობის ასლები, სასწავლო ბარათები) სასწავლო დეპარტამენტისათვის წარდგენის უზრუნველყოფა და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება;
გ) 2007 წლის 30 აგვისტომდე ფილიალის სტუდენტების მიერ სწავლის საფასურის გადახდის შესახებ ინფორმაციისა და დავალიანების მქონე სტუდენტების დაზუსტებული სიების წარმოდგენა;
6. ლიკვიდაციის პროცესი დასრულდეს და ფილიალები ლიკვიდირებულად ჩაითვალოს 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე;
7. დაევალოს თსუ კანცელარიის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს (ნ. ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისათვის. ბრძანება საჯარო გაცნობისათვის გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტში“, უნივერსიტეტის ვებ გვერდზე და მოხდეს მისი ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
8. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა
« უკან დაბრუნება