2007-11-01
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრის ხელძღვანელისათვის უფლებამოსილებათა დელეგირების შესახებ (ბრძანება N95/01-01)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრის ხელძღვანელისათვის უფლებამოსილებათა დელეგირების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრის ეფექტურად მუშაობის უზრუნველსაყოფად, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრის ხელმძღვანელს ირმა ხარშილაძეს ცენტრის ფუნქციების სამართლებრივად გამართულად და ეფექტურად განხორციელების მიზნით მიენიჭოს ხელმოწერის უფლებამოსილება:

ა) აკადემიურ, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის შრომით ხელშეკრულებებსა და მათთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებზე.
ბ) აბიტურიენტების მომზადებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებზე, ასევე მათთან დადებულ შრომით ხელშეკრულებებზე.
გ) სწავლის პროცესში საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ სხვა
დოკუმენტაციაზე.
2. დაევალოს კანცელარიის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს (ნ. ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ამ ბრძანების უნივერსიტეტის ვებ გვერდზე განთავსება.
3. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.




რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა

« უკან დაბრუნება