2016-02-26
ბრძანება №:27/01-01

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის შოთა მესხიას 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩასატარებლად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო კომისიის შექმნის შესახებ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის შოთა მესხიას 100 წლის იუბილესადმი  მიძღვნილი ღონისძიებების ჩასატარებლად    სსიპ -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო  კომისიის შექმნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9  და მე-12 პუნქტების,  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2016 წლის 09 თებერვლის  #3686/02  კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის შოთა მესხიას 100 წლის იუბილესადმი  მიძღვნილი ღონისძიებების  განხორციელების მიზნით  შეიქმნას სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვლადიმერ პაპავა  - რექტორი, პროფესორი, აკადემიკოსი  - საიუბილეო კომისიის თავმჯდომარე; 
ბ) დარეჯან თვალთვაძე - რექტორის მოადგილე, პროფესორი - საიუბილეო კომისიის წევრი;
გ) ერმი ქემოკლიძე – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი - საიუბილეო კომისიის წევრი;
დ) ნანი გაფრინდაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი - საიუბილეო კომისიის წევრი; 
ე) თედო დუნდუა - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი -  საიუბილეო კომისიის წევრი;
ვ) როინ მეტრეველი -  აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი - საიუბილეო კომისიის წევრი;
ზ) ეკატერინე ნავროზაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - საიუბილეო კომისიის წევრი;
თ) ჯაბა სამუშია - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი -  საიუბილეო კომისიის წევრი; 
ი) ზურაბ პაპასქირი – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი - საიუბილეო კომისიის წევრი;
კ) თამარ ებრალიძე - უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორი -  საიუბილეო კომისიის წევრი;
ლ) ნინო კაკულია - გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი - საიუბილეო კომისიის წევრი;
მ) არჩილ კუკულავა – იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - საიუბილეო კომისიის წევრი;
ნ) ნანა მამაგულიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის  დეპარტამენტის უფროსი - საიუბილეო კომისიის წევრი;
ო) ირაკლი საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი - საიუბილეო კომისიის წევრი;
პ) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი - საიუბილეო კომისიის წევრი;
2. დავალოს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს დაგეგმილი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად დეტალური ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა არაუმეტეს                 3000 ლარის ფარგლებში.
3. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს არაუმეტეს 3000 ლარის გამოყოფა დაგეგმილი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად. 
4. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტსა და გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტს“ შოთა მესხიას 100 წლის იუბილესა და მისთვის  მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის გაშუქება.
5. დაევალოს უნივერსიტეტის გამომცემლობას შოთა მესხიას წიგნის ,,ძლევაი საკვირველის”, შოთა მესხიას 100 წლის იუბილესადმი  მიძღვნილი  სამეცნიერო კრებულისა და კონფერენციის მასალების გამოცემა. 
6. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
8.  ბრძანება ძალაშია   საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორი, პროფესორი                         აკადემიკოსი    ვლადიმერ პაპავა


« უკან დაბრუნება