2014-11-12
ბრძანება №:01/03
სასწავლო კურსისა და პედაგოგის შეფასების კითხვარის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-17 მუხლის მე-4 და მე-7 პუნქტების, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმომადგენლობითი საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით („ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 დეკემბრის №118/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ “ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 21 ოქტომბრის №116/2013 დადგენილების დამტკიცება) დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „სასწავლო კურსისა და პედაგოგის შეფასების კითხვარი“ (დანართი N1).
2. გაუქმდეს „სტუდენტთა მიერ სასწავლო კურსის შეფასების კითხვარის დამტკიცების შესახებ“ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2012 წლის 12 ნოემბრის N01/03 ბრძანება.
3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. წინამდებარე ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
უნივერსიტეტის ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი თამარ ვეფხვაძე