2017-10-23
ბრძანება №:230/02-01
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 16 ოქტომბრის N18340/10, ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის 2017 წლის 17 ოქტომბრის №18410/10 და საფინანსო დეპარტამენტისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტის 2017 წლის 18 ოქტომბრის N18616/02 კორესპონდენციების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
შევიდეს შემდეგი ცვლილებები "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში:
1.
ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის ,,ბ” თავის მე-3 მუხლის 3.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.1. ერეკლე კუპატაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი, კომისიის თავმჯდომარე“;
2.
ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის ,,ბ” თავის მე-11 მუხლის 11.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11.1. ზურაბ ზურაბიშვილი - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი სპეციალისტი, კომისიის თავმჯდომარე“;
3.
ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის ,,გ” თავის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი
4.1. მანანა ფეიქრიშვილი - უფროსი ინჟინერი, კომისიის თავმჯდომარე;
4.2. ნინო ადუაშვილი - უფროსი ინჟინერი;
4.3. ლარისა ჩადრანიანი - უფროსი ინჟინერი;
4.4. მზია ბრეგვაძე - უფროსი ინჟინერი;
4.5. თეა ზაქარიაძე - მდივანი;
4.6. თამარ შენგელია - საფინანსო დეპარტამენტის საგეგმო-საფინანსო განყოფილების უფროსი სპეციალისტი;“
4. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის ,,ბ” თავის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. მედიცინის ფაკულტეტის კომისია:
17.1.ნინო ბეგიშვილი-მედიცინის ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე;
17.2.თეიმურაზ დოჭვირი-მედიცინის ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ასისტენტ-პროფესორი;
17.3.მარიკა შონია-საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების სპეციალისტი;
17.4.მანუჩარ მოდებაძე-მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
17.5.გიორგი სტურუა-საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების უფროსი სპეციალისტი.“
2.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა