2016-02-19
ბრძანება №:22/01-01

,,ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 31 დეკემბრის N116/01–01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 31 დეკემბრის №116/01–01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", " ო " და "პ"  ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტისა და  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 15 თებერვლის №4900/02 წერილის საფუძველზე
ვბრძანებ: 

1. ,,ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 31 დეკემბრის №116/01–01 ბრძანების მე–2 პუნქტით დამტკიცებულ N#2 დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,1. ვლადიმერ პაპავა – რექტორი, პროფესორი, აკადემიკოსი (კომისიის  თავმჯდომარე);
2. დარეჯან თვალთვაძე – რექტორის მოადგილე; 
3. ნანი გაფრინდაშვილი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი  
3. მაკა ჯოხაძე  –  მწერალი;
4. პაატა ჩხეიძე – მთარგმნელი, ლიტერატორი;
5. როსტომ ჩხეიძე – მწერალი, ლიტერატურათმცოდნე;
6. მაია ჯალიაშვილი – ლიტერატორი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი;
7. გიორგი ლობჟანიძე - მთარგმნელი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
8. ეკატერინე ნავროზაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევისა და განვითარების სამსახურის უფროსის  მოვალეობის შემსრულებელი, ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).”
2.  ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს;
4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორი , პროფესორი                               აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
« უკან დაბრუნება