2011-03-09
ბრძანება №:36/02-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების დროებით სარგებლობაში გაცემის მიზნით მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის შექმნის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების დროებით სარგებლობაში გაცემის მიზნით მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის შექმნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შეხახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთვარობის 2010 წლის 20 ოქტომბრის N326 დადგენილებით დამტკიცებული დებულების ძირითადი მოთხოვნებისა და მე-6 მუხლის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შეიქმნას სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების დროებით სარგებლობაში გაცემის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ერმი ქემოკლიძე – კომისიის თავმჯდომარე (ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე);
ბ) არჩილ კუკულავა – აუქციონატორი /კომისიის თავმჯდომარის მოადგილე/ (იურიდიული დეპარტამენტის უფროსი);
გ) მურმან ცარციძე – კომისიის წევრი (საფინანსო დეპარტამენტისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი);
დ) ნინო კუტალაძე – რეგისტრატორი (იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
ე) მიხეილ ხურცია - კომისიის მდივანი (იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი).
2. კომისიის შემადგენლობის უფელაბამოსილების ვადა განისაზღვროს 2 წლით;
3. კომისიას მიენიჭოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების დროებით სარგებლობაში გაცემის მიზნით გასამართი საჯარო აუქციონის ჩატარებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელების უფლება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;
4. დამტკიცდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული “საჯარო აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურ¬ნალ¬ი”-ს ფორმა (დანართი №1);
5. დამტკიცდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფორმა (დანართი №2);
6. კომისიის სხვა უფლებამოსილებები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში;
7. წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
8. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
9. ბრძანება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩომახიძე