2011-01-14
ბრძანება №:09/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის ვადების განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მისნიტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტისა და "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებისა და სსიპ _ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2010 წლის 12 დეკემბრის №114 ბრძანების საფუძველზე,
ვბრძანებ:
-
განისაზღვროს 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები:
ა) ა.ა. საბუთების მიღება _ 7 _ 9 თებერვალი;
ა.ბ. უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება _ 10 _ 14 თებერვალი;
ა.გ. სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა _ 16 თებერვალი;
ა.დ. საბოლოო შედეგების გამოცხადება _ 17 თებერვალი;
ა.ე. ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება _ 17თებერვალი.
ბ) ბ.ა. დოქტორანტურაში უცხო ენის გამოცდა _ 10 თებერვალი;
ბ.ბ. აპელაციაზე განცხადების მიღება _ 11 თებერვალი;
ბ.გ. აპელაცია _ 15 თებერვალი;
ბ.დ გასაუბრება სპეციალობაში _ 16 თებერვალი;
-
კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტსა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
-
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
- დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
-
ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი