2018-03-07
ბრძანება №:05/03
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის რაოდენობის დაგეგმვის სარეკომენდაციო მეთოდოლოგია“ დამტკიცების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის რაოდენობის დაგეგმვის სარეკომენდაციო მეთოდოლოგია“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ამავე მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017 წლის წარმომადგენლობითი საბჭოს 23 ოქტომბრის #4 სხდომის ოქმით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტების და მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ,,უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის რაოდენობის დაგეგმვის სარეკომენდაციო მეთოდოლოგია’’ (დანართი N1).
2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
უნივერსიტეტის ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ირინე დარჩია
« უკან დაბრუნება