2012-09-04
ბრძანება №:113/01-01

ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია/სემინარის „XVII საერთაშორისო კონფერენცია/სემინარი პირდაპირი და შებრუნებული ამოცანები ელექტრომაგნიტურ და ბგერითი ტალღების თეორიაში” ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია/სემინარის „XVII საერთაშორისო კონფერენცია/სემინარი პირდაპირი და შებრუნებული ამოცანები ელექტრომაგნიტურ და ბგერითი ტალღების თეორიაში” ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების  შესახებ
    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,, ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე–2 პუნქტის ,,ა“, ,,ს“, ,,ტ“ ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,

 ვბრძანებ:

1.    2012 წლის 24-27 სექტემბერს ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენციის „XVII საერთაშორისო კონფერენცია/სემინარი პირდაპირი და შებრუნებული ამოცანები ელექტრომაგნიტურ და ბგერითი ტალღების თეორიაში” ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ა)  გიორგი ღვედაშვილი - ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარე;
ბ) თამარ გოგუა - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, საკონფერენციო გრანტის „XVII საერთაშორისო კონფერენცია/სემინარი პირდაპირი და შებრუნებული ამოცანები ელექტრომაგნიტურ და ბგერითი ტალღების თეორიაში“ (საგრანტო ხელშეკრულების N05/04, 08.05.2012) ხელმძღვანელი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარის  მოადგილე;
გ)  დავით კაკულია - ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, გამოყენებითი ელექტროდინამიკის და რადიოტექნიკის ლაბორატორიის გამგე, ჯგუფის წევრი;
დ)  თეა წითლანაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ჯგუფის წევრი;
ე) ლელა კვინიკაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ჯგუფის წევრი;
ვ) ცისმარი გავაშელი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ჯგუფის წევრი;
ზ) ნანა მამაგულიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
თ) ირაკლი საღარეიშვილი - თსუ საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
ი) ზურაბ ჯიქია - ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტის  უფროსი,  ჯგუფის წევრი;
კ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
ლ) გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი.
2.    დამტკიცდეს კონფერენციის ხარჯთაღრიცხვა და კონფერენციის ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს საკონფერენციო გრანტის (საგრანტო ხელშეკრულების N05/04, 08.05.2012), ამავე გრანტისთვის შპს „EM კონსულტაციები და პროგრამული უზრუნველყოფა, EMCoS“ მიერ კონფერენციის მხარდაჭერის მიზნით გადმორიცხული თანხისა (812.90 ლარი) და ელექტროტექნიკის და ელექტრონიკის ინჟინერთა ინსტიტუტის (IEEE) მიერ გადმორიცხული (959.5 აშშ დოლარი) თანადაფინანსების გამოყენებით     ( დანართი N1).
3. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.
4.   დაევალოს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა.
5. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
6. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება.
7. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტს.
8.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
9.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
10.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორი                                         ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება