2011-07-04
ბრძანება №:65/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011 - 2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობის ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011 - 2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობის ვადების განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მისნიტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 26 მარტის №36 დადგენილებით დამტკიცებული სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-21 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
-
განისაზღვროს 2011- 2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობის ვადები ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:
ა) დოკუმენტების მიღება ფაკულტეტებზე - 25 ივლისი - 10 აგვისტო;
ბ) კრედიტების აღიარება - 11 - 18 აგვისტო;
გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა - 19 აგვისტო;
დ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 26 აგვისტო.
- ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
- დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
-
ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი