2011-02-08
ბრძანება №:19/01-01

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ცალკეულ ბრძანებებში ცვლილებების შეტანის შესახებ

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ცალკეულ ბრძანებებში ცვლილებების შეტანის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-16 მუხლის მე-2 პუნქტისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2011 წლის 8 თებერვლის №2438/02 და №2406/02 წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. შევიდეს დამატება "სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ" უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 14 იანვრის №07/01-01 ბრძანებით დამტკიცებულ №1 დანართში და იგი ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული სახით (დანართი №1).
  2. შევიდეს ცვლილება "სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობის ვადების განსაზღვრის შესახებ" უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 14 იანვრის №08/01-01 ბრძანების პირველ პუნქტის "ა" ქვეპუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    " ა) ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის


    ა.ა. საბუთების მიღება ფაკულტეტებზე _ 7 _ 11 თებერვალი;

    ა.ბ. სტუდენტთა კრედიტების აღიარება _ 10 _ 14 თებერვალი;

    ა.გ. სტუდენტთათვის აღაირებული კრედიტების გაცნობა _ 15 თებერვალი;

    ა.დ. საბოლოო შედეგების გამოცხადება _ 16 თებერვალი;

    ა.ე. ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება _ 17 თებერვალი".


  3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
  5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.




რექტორი                                   ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება