2010-05-31
ბრძანება №:109/02-01

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის იაპონური ენისა და კულტურის ცენტრის კოორდინატორის დასაკავებლად ხელახალი კონკურსის გამოცხადების შესახებ

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის იაპონური ენისა და კულტურის ცენტრის კოორდინატორის დასაკავებლად ხელახალი კონკურსის გამოცხადების შესახებ


“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის  №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 25-ე მუხლის 1–ლი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1.    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის იაპონური ენისა და კულტურის ცენტრის კოორდინატორის  შერჩევის მიზნით გამოცხადდეს ხელახალი კონკურსი.
2.    კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს ვისაც მიღებული აქვს უმაღლესი განათლება (მაგისტრის დიპლომი ან მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი) ჰუმანიტარულ ან სოციალურ მეცნიერებებში, სასურველია საზღვარგარეთ;
3.    აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
  • მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია საერთაშორისო კონტექსტში);
  • ქართული, იაპონური და ინგლისური ენების ცოდნა;
  • კომპიუტერული უნარები: MS Windows Office, Internet;
  • ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მოქნილად და დიპლომატიურად მოქმედების უნარი;
  • ინტერკულტურული კომპეტენციების ფლობა;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და წესრიგისაკენ მიდრეკილება;
  • მაღალი პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა, აქტიურობა, ენერგიულობა, ინიციატივისა და შემოქმედებითი აზროვნების, დისციპლინირებული და გუნდური მუშაობის უნარი.
4.    კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
  • რეზიუმე ქართულ და იაპონურ  ენებზე;
  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
  • სამოტივაციო წერილი (ქართულ და იაპონურ ენებზე), რომელიც ასახავს განათლების და სამუშაო გამოცდილების შესაბამისობას გამოცხდებული კონკურსის მოთხოვნებთან (დოკუმენტის ტიპი  – MS Word, მანძილი სტრიქონებს შორის – 1.5, მინდორი – 2სმ, შრიფტის ზომა - 11, ტექსტის მოცულობა – არაუმეტეს 500 სიტყვა);
  • პიროვნული და პროფესიული კვალიფიკაციის ამსახველი ერთი სარეკომენდაციო  წერილი, რომელიც რეკომენდატორმა უნდა გამოგზავნოს  მისამართზე  recruitment@tsu.ge სათაურის ველში აპლიკანტის სახელისა და გვარის მითითებით;
  • დიპლომის, პროფესიული განვითარების დამადასტურებელი სერტიფიკატის (სერთიფიკატები) დასკანერებული ასლი;
5.    კომისიის მიერ შერჩეულ აპლიკანტს დაევალება:
  • ცენტრის საქმიანობის დეტალური კონცეფციის შემუშავება;
  • ცენტრის საქმიანობის ყველა ასპექტის დაგეგმვა და განხორციელება, მათ შორის: წერილობითი მიმოწერის წარმოება, ღონისძიებების დაგეგმვა-ორგანიზება;
  • პოტენციურ კლიენტებთან ცენტრის პოპულარიზაცია;
  • თსუ-ს საკონტაქტო პირის ფუნქციის შესრულება იაპონურ მხარესთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის საკითხებში;
  • პოტენციური კლიენტების ინტერესებზე ორიენტირებული საინფორმაციო მასალების მომზადება-გავრცელება;
  • თსუ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა;
  • ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება და თსუ–ს სტრატეგიული განვითარების იმ ასპექტების დაგეგმვა, რომელიც ცენტრის განვითარებას შეუწყობს ხელს;
  • ცენტრისთვის რელევანტურ საკითხებზე პროექტების მომზადება, ცენტრის საქმიანობის პროგრესის მონიტორინგი და პროექტის პარტნიორებთან კომუნიკაცია;
  • შესრულებულ საქმიანობაზე რეგულარული ანგარიშგება.
6.    კონკურსში მონაწლეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე.
7.    იდენტიფიცირებული კანდიდატები გაივლიან შესარჩევ ზეპირ გასაუბრებას ივნისის თვეში და გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობათ პირადად;
8.    შერჩეული აპლიკანტის შრომის ანაზღაურების ოდენობა და სხვა პირობები განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით.
9.    შეიქმნას კომისია  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის იაპონური ენისა და კულტურის ცენტრის კოორდინატორის შერჩევის მიზნით და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი.
10.    საბუთების მიღება იწარმოებს 2010 წლის 31 მაისიდან 2010 წლის 19 ივნისის 18:00 საათის ჩათვლით მისამართზე: recruitment@tsu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ “ იაპონური ენისა და კულტურის ცენტრის კოორდინატორი”.
11.    ინფორმაცია "თსუ–ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის იაპონური ენისა და კულტურის ცენტრის კოორდინატორის” შერჩევის შესახებ განთავსდეს www.jobs.ge-ზე და www.hr.com.ge-ზე.
12.    ბრძანება განთავსდეს თსუ–ს ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

13.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის წერილი: №12164/02, 19.05.2010წ. საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილი №13074/02, 27-05-2010წ.




ადმინისტრაციის ხელძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი                                                                        რ. ხარბედია

« უკან დაბრუნება