2016-09-19
ბრძანება №:162/01-01

"სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ" რექტორის 2016 წლის 16 სექტემბრის №160/01-01 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

"სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 
2016-2017 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ" რექტორის  2016 წლის 16 სექტემბრის №160/01-01 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 და მე-15 პუნქტებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2016 წლის 19 სექტემბრის №33268/02 წარდგინების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს დამატება "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ" რექტორის 2016 წლის 16 სექტემბრის №160/01-01 ბრძანების მე-2 პუნქტის №1 დანართში და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

" ფილოსოფია – 1 ადგილი"
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის 
შემსრულებელი, პროფესორი          დარეჯან თვალთვაძე
 

« უკან დაბრუნება