2012-09-28
ბრძანება №:1645/01-04

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ

ა(ა)იპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ
    „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ა", "ბ", "ს" და "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 და მე-4 პუნქტების, თსუ-ს რექტორის 2012 წლის 16 ივლისის #87/01-01, 2012 წლის 3 სექტემბრის #112/01-01 და 2012 წლის 21 სექტემბრის #126/01-01 ბრძანებების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისა და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2012 წლის 27 სექტემბრის №26959 და #27045 დასკვნების საფუძველზე,
ვბრძანებ:

1.    2012-2013 სასწავლო წლის  შემოდგომის სემესტრში  სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან  მობილობის წესით ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხონ შემდეგი სტუდენტები, ფაკულტეტების შესაბამისად, თანდართული სიის მიხედვით:

1.1.    ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
1.2.    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);
1.3.    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 3);
1.4.    იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 4)
1.5.    მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 5);

2.    ჩაირიცხონ 2012-2013 სასწავლო წლის  შემოდგომის სემესტრში მობილობის წესით,  თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის ერთსაფეხურიან-სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამაზე, უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარების პირობით და აღნიშნული დოკუმენტის 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე წარმოდგენით, №6 დანართში მითითებული სტუდენტები.
3.    რექტორის ბრძანება გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აისახოს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში, ხოლო 3 სამუშაო დღის ვადაში გაიგზავნოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
4.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
5.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე, პროფესორი                         ლევან ალექსიძე
« უკან დაბრუნება