2017-06-26
ბრძანება №:685/02-04

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე გაცვლითი სტატუსით ჩამოსული სტუდენტებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 თებერვლის №331/02-04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე გაცვლითი სტატუსით ჩამოსული სტუდენტებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 თებერვლის №331/02-04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე  

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის  მაია მენთეშაშვილის 2017 წლის 19 ივნისის №9507/10 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

                               ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე გაცვლითი სტატუსით ჩამოსული სტუდენტებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 თებერვლის №331/02-04 ბრძანებაში:
ა) ბრძანების პირველი პუნქტი Dჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დაენიშნოთ ყოველთვიური სტიპენდია, სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე გაცვლითი სტატუსით ჩამოსულ სტუდენტებს დანართი №1-ის მიხედვით’’. 
ბ) ბრძანების დანართი №1 ჩამოყალიბდეს ახალ წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული ფორმით (დანართი №1);”
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                 ნ. ოვსიანიკოვა
« უკან დაბრუნება