2010-10-13
ბრძანება №:98/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამართლის სადოქტორო პროგრამაზე ვადების განსაზღვრის, საკონკურსო საბუთების მიმღები კომისიისა და გასაუბრების კომისიის დამტკიცების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამართლის სადოქტორო პროგრამაზე ვადების განსაზღვრის, საკონკურსო საბუთების მიმღები კომისიისა და გასაუბრების კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  56–ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2  პუნქტის, აკადემიური საბჭოს 2009 წლის 2 თებერვლის 173-ე დადგენილებით დამტკიცებული "დოქტორანტურაში მიღების წესის" მე-9 მუხლისა და დეკანის წარდგინების (25750/02 12.10.2010) საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. განისაზღვროს 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის სამართლის სადოქტორო პროგრამაზე მიღების ვადები:

    საბუთების მიღება  –   13 ოქტომბრიდან – 23 ოქტომბერი
    საკონკურსო გამოცდა უცხო ენაში (ინგლისური ენა, ფრანგული ენა, გერმანული ენა) –  26 ოქტომბერი
    სააპელაციო განცხადებების მიღება – 27 ოქტომბერი
    აპელაცია  – 27 ოქტომბერი
    კომისიასთან გასაუბრება – 29 ოქტომბერი.

  2. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამართლის სადოქტორო პროგრამაზე საკონკურსო საბუთების მიმღები კომისია:
    ა)    ქეთევან  თათარაშვილი – იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი.

    ბ)    ლევან გიორგაძე – იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი.

  3. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამართლის სადოქტორო პროგრამაზე გასაუბრებისა კომისიის შემადგენლობა:

    ა)
      ლევან ალექსიძე – პროფესორი
    ბ)  ირინე ქურდაძე – ასოცირებული პროფესორი

    გ)  დავით პატარაია.


  4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საგამოცდო ცენტრს.
  5. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
  6. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრს წინამდებარე ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
  7. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



რექტორის მოვალეობის შემსრულებელი                                       ა. კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება