2010-06-02
ბრძანება №:118/02-01
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის (ფართის) იჯარის წესით გადაცემის, კონკურსის გამოცხადებისა და კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისათვის საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ

« უკან დაბრუნება
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23_24, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 17.05.2010 წლის №24-09-5/8377 და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 25. 12. 2009 წლის №16/5444/9-9 მოწერილობებიდან და წარმომადგენლობითი საბჭოს 23. 10. 2009 წლის №22 ოქმით მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე,
1. გამოცხადდეს კონკურსი ქ. თბილისში, ზანდუკელის ქ. №16-ში მდებარე შენობა-ნაგებობაში არსებული ფართის იჯარის წესით გადაცემის თაობაზე, კვების ობიექტის მოწყობის მიზნით, დანართი №1-ით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
2. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) რომან ხარბედია – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ნათელა ლაცაბიძე – პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი;
გ) დავით ჩერქეზიშვილი – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი;
დ) ლელა ბენიძე – იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
ე) ირაკლი საღარეიშვილი – საფინანსო დეპარტამენტის უფროსი;
ვ) ერიკ ლივნი – თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის აღმასრულებელი დირექტორი.
3. ორგანიზაციული საქმიანობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას საკონკურსო კომისიის აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნინო კუტალაძე- იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
ბ) რუსუდან სხირტლაძე – იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
გ) თეონა ხაინდრავა – თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ადმინისტრაციული მენეჯერი.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიის აპარატს ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და კომისიისათვის წარდგენა.
5. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „24 საათში“ და განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
6. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი რომან ხარბედია
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: