2013-06-19
ბრძანება №:61/01-01
ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მომზადების განყოფილებაში თურქ მსენელთათვის ქართულ ენაში ფინალური გამოცდის ჩატარების წესისა და კომისიის შექმნის შესახებ
ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მომზადების განყოფილებაში თურქ მსენელთათვის ქართულ ენაში ფინალური გამოცდის ჩატარების წესისა და კომისიის შექმნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მეორე პუნქტის ,,ა”, ,,ს” და ,,ტ” ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის აბიტურიენტთა მომზადების განყოფილების უფროსის 2013 წლის 17 ივნისის №17202/02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის აბიტურიენტთა მომზადების განყოფილებაში თურქ მსენელებისათვის ქართულ ენაში ფინალური გამოცდის თარიღად განისაზღვროს 2013 წლის 19-20 ივნისი.
2. ქართულ ენაში ფინალური გამოცდა ჩატარდეს 2 ეტაპად: წერითი - 19 ივნისს, ზეპირი - 20 ივნისს.
3. მსენელების შეფასება განხორციელდეს შემდეგნაერად: წერითი და ზეპირი კომპონენტი შეფასდეს 50 ქულიანი სისტემით. თითოეული კომპონენტი ჩაბარებულად ჩაითვლება 25 ქულიანი ბარიერის დაძლევის შემთხვევაში.
4. დამტკიცდეს საგამოცდო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) თედო დუნდუა – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, საქართველოს ისტორიის მიმართულების სრული პროფესორი;
ბ) ქეთევან გოჩიტაშვილი - ფილოლოგიის დოქტორი, ენების შემსწავლელი ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
გ) თამარ ჭელიძე – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი;
დ) მურად კემულარია-ფილოლოგიის დოქტორი;
ე) რამაზ ვაჟბედაშვილი -ისტორიის დოქტორი.
5. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაევალოს უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის აბიტურიენტთა მომზადების განყოფილებას;
6. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
8. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება