2011-01-26
ბრძანება №:11/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადების სამთვიანი კურსის საფასურის განსაზღვრის თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადების სამთვიანი კურსის საფასურის განსაზღვრის თაობაზე

”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 24-ე და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტისა და აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილების უფროსის №1068/02 21.01.2011 განცხადების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

  1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადების სამთვიანი კურსის საფასური:

    ა) სრული კურსი - 600 ლარი;
    ბ) წაკითხულის გააზრება და ლოგიკური მსჯელობა -175 ლარი (24 საათი);

    გ) ანალიტიკური წერა - 175 ლარი (24 საათი);

    დ) რაოდენობრივი მსჯელობა - 250 ლარი (36 საათი);


  2. ბრძანების ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
  4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.




ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                          დავით ჩომახიძე
« უკან დაბრუნება