2010-02-23
ბრძანება №:27/02-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის კოორდინატორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის კოორდინატორის თანამდებობის  დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ


“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის  N490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების”   25-ე მუხლის 1–ლი პუნქტის  “ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1.    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თსუ-ის კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის კოორდინატორის  თანამდებობაზე შერჩევის მიზნით გამოცხადდეს კონკურსი.
2.    კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს ვისაც მიღებული აქვს უმაღლესი განათლება (მაგისტრის დიპლომი ან მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ან საზღვარგარეთ  (სასურველია);
3.    კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პირს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია საერთაშორისო კონტექსტში;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (სრულყოფილად);
  • კომპიუტერული უნარები: MS Windows Office, Internet;
  • ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მოქნილად და დიპლომატიურად მოქმედების უნარი;
  • ინტერკულტურული კომპეტენციების ფლობა;
  • ურთიერთობების დეტალებზე ორიენტირებული კომუნიკაბელური და აკურატულობისაკენ მიდრეკილი;
  • დასახული ამოცანების დროულად, ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა, პასუხიმგებლობის გრძნობა, აქტიურობა, ენერგიულობა.
4.    კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

  • ავტობიოგრაფია ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
  • სამოტივაციო წერილი (ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომელიც ასახავს განათლებას და სამუშაო გამოცდილების შესაბამისობას თსუ–ს მიერ გამოცხდებული ვაკანსიის მოთხოვნით (დოკუმენტის ტიპი  – MS Word, მანძილი სტრიქონებს შორის – 1.5, მინდორი – 2სმ, ფონტის ტიპი – Arial, შრიფტის ზომა - 10, ტექსტის მოცულობა – არაუმეტეს 800 სიტყვა);
  • პიროვნული და პროფესიული კვალიფიკაციის ამსახველი ორი სარეკომენდაციო  წერილი, რომელიც რეკომენდატორმა უნდა გამოაგზავნოს  მისამართზე  recruitment@tsu.ge სათაურის ველში აპლიკანტის სახელისა და გვარის მითითებით;
  • დიპლომის, პროფესიული განვითარების დამადასტურებელი სერტიფიკატის (სერთიფიკატები) დასკანერებული ასლი;
5.    კომისიის მიერ შერჩეულ აპლიკანტს დაევალება:
  • კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის ყველა ასპექტის დაგეგმვა და განხორციელება, მათ შორის: კომუკინაციის სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება, ღონისძიებების დაგეგმვა, მონაცემთა ბაზის ფორმირება და შინაარსობრივი მართვა;
  • კურსდამთავრებულებთან თსუ-ს ინტერესების წარდგენა;
  • თსუ-ს საკონტაქტო პირის ფუნქციის შესრულება კურსდამთავრებულებთან ურთიერთობების საკითხებში;
  • კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავებისთვის საჭირო მონაცემების ორგანიზება და ანალიზი;
  • საინფორმაციო მასალების (ბუკლეტების, ბროშურების) მომზადება-გავრცელება;
  • კურსდამთვარებულების ინტერესებზე ორიენტირებული საინფორმაციო მასალების მომზადება-გავრცელება;
  • თსუ–ის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა;
  • თსუ–ის კურსდამთავრებულებთან ურთიერთობების საკითხებში სტრატეგიის შემუშავება;
  • პროექტების მართვა კურსდამთავრებულებთან ურთიერთობების საკითხებში;
  • ქართულ და ინგლისურ ენებზე დოკუმენტების შემუშავება, რომლის საფუძველზეც თსუ–ის ხელმძღვანელობა მიიღებს გადაწყვეტილებებს კურსდამთავრებულთა ქსელის განვითარებასთან დაკავშირებით;
  • საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში განათლების სისტემაში მიმდინარე იმ მოვლენების თვალყურის დევნება და ანალიზი, რომლებსაც შეუძლიათ ზეგავლენა იქონიონ საქართველოს უმაღლეს განათლებაზე;
  • შესრულებულ საქმიანობაზე რეგულარული ანგარიშის წარმოება.

6.    კონკურსში მონაწლეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე. იდენტიფიცირებული კანდიდატები გაივლიან შესარჩევ  წერით ეტაპს ინგლისურ ენაზე და ზეპირ გასაუბრებას.
7.    კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის კოორდინატორის შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა განისაზღვრება 4 თვით (კონტრაქტის გაგრძელების პერსპექტივით).
8.     შერჩეული აპლიკანტის შრომის ანაზღაურების ოდენობა და სხვა პირობები განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით.
9.    სააპლიკაციო პაკეტების საფუძველზე შერჩეულ აპლიკანტებთან წერითი ეტაპი და ზეპირი გასაუბრება შედგება მარტის თვეში და იდენტიფიცირებულ კანდიდატებს ეცნობათ პირადად.
10.    შეიქმნას კომისია  კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის კოორდინატორის შერჩევის მიზნით და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი.

11.    საბუთების მიღება იწარმოებს 2010 წლის 17 თებერვლიდან 2010 წლის 12 მარტის 18:00 საათის ჩათვლით მისამართზე: recruitment@tsu.ge. ინფორმაცია "კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის კოორდინატორის” შერჩევის შესახებ განთავსდეს www.jobs.ge-ზე.
12.    ბრძანება განთავსდეს თსუ–ს ოფიციალურ ვებ–გვერდზე.
13.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ადმინისტრაციის ხელძღვანელის
   მოვალეობის შემსრულებელი                                                                        რ. ხარბედია

« უკან დაბრუნება