2019-12-04
ბრძანება №:261/02-01
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ ,,პ“ ქვეპუნქტების, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის კახაბერ ჭეიშვილის 2019 წლის 26 ნოემბრის N23083/10- 02 და თსუ მე-10 სასწავლო კორპუსის საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარის აკაკი მიქაბერიძის 2019 წლის 02 დეკემბრის N23491/29 კორესპონდენციების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 46. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრი
1. ვალერიან არღუთაშვილი - მატერიალური რესურსების მართვის მენეჯერი (ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა N2);
2. თეიმურაზ ლოლაძე - მატერიალური რესურსების მართვის მენეჯერი (ქ. ქუთაისი, ნიკეას ქუჩა მე-2 შესახვევი N8):
3. ავთანდილ გოლეთიანი - მატერიალური რესურსების მართვის ადმინისტრატორი (ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ. მე-2 შესახვევი, N8).“.
ბ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, მუხლი 2. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
1. ფაკულტეტის ადმინისტრაცია:
ა) აკაკი მიქაბერიძე - მენეჯერი (საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებში);
ბ) ია ნაცვლიშვილი - სამსახურის უფროსი სპეციალისტი (ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
გ) ეთერი გიგაური - კანცელარიის უფროსი (კანცელარია);
დ) ირმა მშვენიერაძე - სამსახურის უფროსი (სასწავლო პროცესის მართვის სამსახური);
ე) რუსუდან ლალაზაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი (სამდივნო);
ვ) თამარ ბაგრატიონი - ბიბლიოთეკის გამგე (ბიბლიოთეკა);
ზ) ზვიად სიგუა - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი (კომპიუტერული კლასები);
თ) მანანა ლობჟანიძე - სამსახურის უფროსი (სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური ) ასისტენტ-პროფესორი;
ი) რეზო გოგოხია - ჟურნალის მთავარი რედაქტორის მოადგილე (ჟურნალის,,ეკონომიკა და ბიზნესი” რედაქცია);
კ) ნანა ჩარგეიშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი (სტუდენტთა მომსახურების ცენტრი);
ლ) ბონდო კაკუბავა - მატერიალური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი; მ) უჩა გოგიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი;
ნ) ვალერი არღუთაშვილი – ასისტენტ - პროფესორი.
2. ეკონომიკის მიმართულება:
ა) სალომე კობახიძე - პროფესორის ასისტენტი (თეორიული ეკონომიკა); ბ) ნატალია შაქარაშვილი - პროფესორის ასისტენტი (მიკროეკონომიკა); გ) ირმა ტყემალაძე -პროფესორის ასისტენტი (მაკროეკონომიკა);
დ) ანა ანანიაშვილი - პროფესორის ასისტენტი (ეკონომეტრიკა);
ე) ქეთევან ჩიტალაძე - პროფესორის ასისტენტი (ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკა);
ვ) ნატო თავხელიძე - პროფესორის ასისტენტი (საერთაშორისო ეკონომიკა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორია).
3. ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება:
ა) რუსუდან მაისურაძე - პროფესორის ასისტენტი (საერთაშორისო ბიზნესი);
ბ) ნათია კახნიაშვილი - პროფესორის ასისტენტი (ფინანსები და საბანკო საქმე);
გ) შორენა დავითაია - პროფესორის ასისტენტი (ინფორმაციული ტექნოლოგიები);
დ) ნატო ჭელიძე - პროფესორის ასისტენტი (მარკეტინგი);
ე) ნინო ჩავლეშვილი - ლაბორატორიის გამგე (საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი);
ვ) მაია ნიკვაშვილი - პროფესორის ასისტენტი (მენეჯმენტი და ადმინისტრირება);
ზ) ხათუნა ჩხიკვაძე - პროფესორის ასისტენტი (ტურიზმი);
თ) ეკატერინე გულუა - ასისტენტ-პროფესორი;
ი) გულად ნაკაშიძე - ლაბორატორიის გამგე;
კ) ნატალია ხარაძე - ასოცირებული პროფესორი - საგრანტო პროექტის ,,სტუდენტის (მაგისტრანტის) დროის ბიუჯეტის მართვა-სრულფასოვანი შრომითი რესურსების მიღების საფუძველი” ფარგლებში მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.
4. ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა:
ა) ირაკლი თევდორაძე - მატერიალური რესურსების მენეჯერი.
5. ტურიზმის სკოლა:
ა) თამაზ ბარაბაძე - მთავარი სპეციალისტი - ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლაში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N44-46).“.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა საღინაძე
« უკან დაბრუნება