2013-01-21
ბრძანება №:06/02-01
,,ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებითა და სამკითხველო დარბაზებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 29 მარტის №46/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
,,ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებითა და სამკითხველო დარბაზებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 29 მარტის №46/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის 2013 წლის 11 იანვრის №00416/02 კორესპონდენციის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
-
“ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებითა და სამკითხველო დარბაზებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 29 მარტის №46/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. სამკითხველო დარბაზში შემოსვლამდე, მკითხველმა გასახდელში უნდა დატოვოს ჩანთა და ქურთუკი;
4. დარბაზში დაშვებულია მხოლოდ სამუშაოდ საჭირო საკანცელარიო ინვენტარისა და პორტატული კომპიუტერის შემოტანა;
5. საკუთარი წიგნის შემოტანისას, მკითხველმა, დარბაზში შემოსვლისთანავე უნდა აცნობოს რეგისტრატორს;
6. სამკითხველო დარბაზში შემოსვლისთანავე მკითხველმა უნდა მიმართოს რეგისტრატორს, ჩააბაროს პირადობის მოწმობა ან სტუდენტის ბარათი და აიღოს ბეჯი მაგიდის ნომრით;
7. დარბაზში არსებული ელექტრონული ან ბარათული კატალოგით მკითხველს შეუძლია მოიძიოს მისთვის სასურველი საბიბლიოთეკო დოკუმენტი;
8. დახურულ საცავში არსებულ წიგნზე მკითხველმა წინასწარ უნდა გააკეთოს განაცხადი. მის მოწოდებას უზრუნველყოფს ბიბლიოთეკარი;
9. მკითხველს, შეუძლია ნახევრად ღია დაშვების საცავიდან (რდ II) აიღოს წიგნი, მაგრამ სარგებლობის წინ უნდა დააფიქსიროს ბიბლიოთეკართან;
10. მკითხველს, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლია თავად აიღოს წიგნი ღია დაშვების საცავიდან (რდ III);
11. მუშაობის დასრულების შემდეგ მკითხველმა თვითონ არ უნდა დააბრუნოს წიგნი თაროზე, იგი უნდა მიიტანოს სპეციალურად გამოყოფილ ადგილას. მკითხველმა რეგისტრატურაში უნდა ჩააბაროს ბეჯი და აიღოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი”.
,,12. შოთა რუსთაველის სამკითხველო დარბაზის დაცვის თანამშრომელი ვალდებულია:
ა) დილის 9 საათზე, 18 საათსა და 20 საათზე განახორციელოს შემოვლა დარბაზის ტერიტორიაზე და გადაამოწმოს დალუქული კარები;
ბ) მკითხველს მიუთითოს, რომ გასახდელში დატოვოს ზამთრის ტანსაცმელი და ხელჩანთა;
გ) გააკონტროლოს, რომ დარბაზში მკითხველი ბეჯის გარეშე არ შევიდეს;
დ) მუშაობის დასრულებამდე (20 საათზე) შეამოწმოს დარბაზის უსაფრთხოება;
ე) გააკონტროლოს, რომ სამუშაო დღის დამთავრების დროისთვის ყველა მკითხველმა დატოვოს დარბაზი.”
-
დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
-
დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
-
ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩომახიძე