2014-04-17
ბრძანება №:56/01-01
პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო’’ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 15 აპრილის №12697/02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების წესი“ თანდართული სახით (დანართი№1).
2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – ,,უნივერსიტეტი“) 2013/2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა, პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიების სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიებით სემესტრული დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხები, ფაკულტეტებზე მიმდინარე სემესტრში აქტიური სტატუსის მქონე შესაბამისი საფეხურის სტუდენტების რაოდენობის გათვალისწინებით გადანაწილდეს შემდეგნაირად:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – დაფინანსდეს 121 სტუდენტი;
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – დაფინანსდეს 152 სტუდენტი;
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – დაფინანსდეს 129 სტუდენტი;
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - დაფინანსდეს 208 სტუდენტი, აღნიშნული ოდენობიდან, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა (რომლის ადმინისტრირება ხდება უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის მიერ) - დაფინანსდეს 46 სტუდენტი;
ე) იურიდიული ფაკულტეტი - დაფინანსდეს 128 სტუდენტი;
ვ) მედიცინის ფაკულტეტი - დაფინანსდეს 41 სტუდენტი;
3. საბუთების მიღება იწარმოებს შესაბამისი ფაკულტეტების მიერ განსაზღვრულ ვადაში.
4. ფაკულტეტებმა დასაფინანსებელ სტუდენტთა სია პირადობის მოწმობის ასლისა და ანგარიშის ნომრის ამონაწერით საქართველოს ბანკიდან (ელექტრონული ვერსია Exel ფორმა) წარმოადგინონ საფინანსო დეპარტამენტში 2014 წლის 12 მაისამდე.
5. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
6. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
7. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა