2019-02-28
ბრძანება №:58/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ამაღლებასთან დაკავშირებული მარეგულირებელი დოკუმენტების მოდიფიცირების მიზნით სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ამაღლებასთან დაკავშირებული მარეგულირებელი დოკუმენტების მოდიფიცირების მიზნით სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9 და მე-12 პუნქტების, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2019 წლის 12 თებერვლის №2946/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ამაღლებასთან დაკავშირებული მარეგულირებელი დოკუმენტების მოდიფიცირების მიზნით დამტკიცდეს სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ირმა გრძელიძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე;
ბ) ნინო ქიმერიძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის აკრედიტაციის, კვლევებისა და შეფასების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
გ) დარეჯან გარდავაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
დ) მაგდა ალანია -ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ე) გიული შაბაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ვ) ირმა ხარშილაძე - იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიური საბჭოს წევრი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ზ) ირაკლი ღარიბაშვილი - ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
თ) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ი) ქეთევან ხუციშვილი - საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
კ) ვალერიან გობრონიძე - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ლ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
მ) მარიამ გაიდამაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ნ) ქრისტინე ჩიხლაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარის სპეციალისტი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ო) იზა კასრაძე - იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი - სამუშაო ჯგუფის წევრი.
2.დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე