2015-02-02
ბრძანება №:21/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო კურსის “პორტუგალიური ენა (A1, A2, B1 , B2)” დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო კურსის “პორტუგალიური ენა (A1, A2, B1 , B2)” დამტკიცების შესახებ

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8 პუნქტის ,,პ" ქვეპუნქტისა და მე-9 პუნქტის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2014 წლის 23 დეკემბრის №44268/02 და აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2015 წლის  26 იანვრის  №1928/02 დოკუმენტის საფუძველზე,  

ვბრძანებ:

  1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო კურსი
    “პორტუგალიური ენა (A1, A2, B1 , B2)” (დანართი №1, დანართი №2, დანართი  №3, დანართი №4).
  2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
  3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის დეპარტამენტს.
  4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 
 

რექტორი,  პროფესორი                                          აკადემიკოსი  ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება