2017-12-21
ბრძანება №:276/01-01

2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ზაარლანდის უნივერსიტეტის (გერმანია) მიერ თსუ-სთან პარტნიორობის ფარგლებში თსუ-ს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიების მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

    2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ზაარლანდის უნივერსიტეტის (გერმანია) მიერ თსუ-სთან პარტნიორობის ფარგლებში თსუ-ს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიების მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა’’, ,,ბ”, ,,ო”, და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (23488/10; 19.12.2017) საფუძველზე
 
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    ჩატარდეს კონკურსი 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ზაარლანდის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი საბაკალავრო და სამაგისტრო სტიპენდიების მიმღებთა (სტიპენდიატი) შესარჩევად.
2.    კონკურსი ჩატარდეს 2017 წლის 21 დეკემბერს 11:00 საათზე, თსუ მეორე კორპუსში, ოთახი № 204 (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №3).
3.    დამტკიცდეს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
a)     გებჰარდ როილი (DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი), კომისიის თავმჯდომარე;
b)     ნინო ქიმერიძე (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი), კომისიის წევრი;
c)     მარიო შიუტცე (თსუ-სა და კიოლნის უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი), კომისიის წევრი;
d)     დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი – ირინა გამყრელიძე.
4.    დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და სტიპენდიატთა შერჩევის წესი    (დანართი №1); კონკურსანტთა გასაუბრების განრიგი (დანართი №2).
5.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.    ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
7.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი    გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება