2011-10-25
ბრძანება №:114/01-01
სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წელს რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებასა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების შესახებ
სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წელს რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებასა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 და მე-15 მუხლების, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-102 მუხლების, საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, „რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის 20 ოქტომბრის №28929/02 წარდგინების საფუძველზე,
ვბრძანებ:
-
გამოცხადდეს მიღება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წელს რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფეიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამებზე:
1.1 "თერაპიული სტომატოლოგია" – 24 ადგილი;
1.2 "ორთოპედიული სტომატოლოგია" – 7 ადგილი.
-
მიღება განხორციელდეს "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე" სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 9 სექტემბრის №80/01-01 ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი 1-ის შესაბამისად.
-
რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადების) საგანამანალთლებლო პროგრამაზე მიღებასთან დაკავშირებით განისაზღვროს შემდეგი ვადები:
3.1 საბუთების მიღება – 31 ოქტომბერი – 4 ნოემბერი;
3.2 გასაუბრება – 7 ნოემბერი;
3.3 შედეგების გამოცხადება – 9 ნოემბერი.
-
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
-
ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
-
ბრძანება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი