2015-05-07
ბრძანება №:02/03

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საპილოტე კითხვარების დამტკიცების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საპილოტე კითხვარების დამტკიცების შესახებ

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-17 მუხლის მე-4 და მე-7 პუნქტების, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმომადგენლობითი საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით („ა(ა)იპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 დეკემბრის No118/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ “სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 21 ოქტომბრის No116/2013 დადგენილების დამტკიცება) დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, 

                                ვბრძანებ:

1.   დამტკიცდეს იურიდიული ფაკულტეტის საპილოტე კითხვარი აკადემიური პერსონალისთვის (დანართიN1).

2. დამტკიცდეს იურიდიული ფაკულტეტის საპილოტე კითხვარი სტუდენტებისთვის (დანართიN2).

3. დამტკიცდეს იურიდიული ფაკულტეტის საპილოტე კითხვარი კურსდამთავრებულებისთვის (დანართიN3).

4. დამტკიცდეს იურიდიული ფაკულტეტის საპილოტე კითხვარი დამსაქმებლებისთვის (დანართიN4).

5.    ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

6.  წინამდებარე ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ   ვებ–გვერდზე.

7.    ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


უნივერსიტეტის ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი                         თამარ ვეფხვაძე
« უკან დაბრუნება